დაიწყო რეგისტრაცია წინასასკოლო მოსამზადებელ ჯგუფში

მათთვის, ვინც ასაკის გამო ვერ ჩაირიცხა I კლასში ვაცხადებთ მიღებას სასკოლო მოსამზადებელ ჯგუფში. გთავაზობთ სპეციალურ პროგრამას.  ზემოაღნიშნული გათვალისწინებული იქნება მომავალი მოსწავლეების მოსამზადებლად.

მოხდება მათი დიაგნოსტირება, პედაგოგები იმუშავებენ მოზარდებთან საჭიროებების მიხედვით. ფსიქოლოგი და საგნის სპეციალისტები იზრუნებენ მათი უნარების, ცოდნის, თვისებების კიდევ უფრო დახვეწასა და განვითარებაზე.

ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ბავშვებს გაუადვილდებათ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ძირითადი საგნების და გაძლიერებული პროგრამის ათვისება.

სკოლაში გაძლიერებულად ისწავლება უცხო ენა - ინგლისური (I კლასიდან), მათემატიკა. II კლასიდან რუსული ენა, ხოლო III კლასიდან იტალიური ენა.

იჩქარეთ, რეგისტრაცია დაიწყო.

დაგვიკავშირდით, ჩვენი კოორდინატებია: ქ.თბილისი. კრწანისის ქ. #38.

ტელ: 2724342, 577930080;

დირექტორი: მანანა ფურცელაძე