ყველა კურსდამთავრებული სტუდენტია!

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სკოლის ყველა კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა.

აქედან ოქროს მედლის კანდიდატი ნიკა ხომერიკი 100 % დაფინანსებით ჩაირიცხა თავისუფალ უნივერსიტეტში.

ვერცხლის მედლის კანდიდატი თინა დვალი ჩაირიცხა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 70 % დაფინანსებით.

ასევე დანარჩენი ყველა კურსდამთავრებული ჩაირიცხა სხვადასხვა სასწავლებელში 50 % დაფინანსებით.

სკოლის დირექცია, დამფუძნებლები, პედაგოგიური კოლექტივი იზიარებს ახალგაზრდების სიხარულს, ულოცავს მათ და მათ მშობლებს, ესოდენ ძალიან, ძალიან დიდ წარმატებას.

უფალი გფარავდეთ, კიდევ უფრო მეტი წარმატებებისთვის მიგეღწიოთ, ჩვენ გვეამაყებით!