XII კლასის მოსწავლე ნიკა ბუჯიაშვილი CERN-ში

XII კლასის მოსწავლე ნიკა ბუჯიაშვილი, რომელიც ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნების ოლიმპიადებში გამარჯვებულია, ბაქსვუდის სამეცნიერო სკოლის მონაწილე 10 საუკეთესო მოსწავლეთა შორისაა, იმყოფებოდა შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN).
ცერნში რამდენიმედღიანი სტუმრობისას მოსწავლეები ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შეხვდნენ, უახლეს ტექნოლოგიებს, ახალ აღმოჩენებს და იმ მნიშვნელოვან პროექტებს გაეცნენ, რაზეც ცერნის მეცნიერები მუშაობენ.