27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის დღე

„მალე დავიბრუნოთ ერთმანეთი“
27 სექტემბერი, საქართველოსათვის ორი უმნიშვნელოვანესი დღე, - სოხუმის დაცემის მძიმე მოსაგონარი და ჯვართამაღლება, ადამიანში შინაგანი ამაღლების სიმბოლო.
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სკოლა „კრწანისი მარჯის“ მოსწავლეები და თანამშრომლები საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულთა მემორიალს ეწვივნენ და ყვავილებით შეამკეს.
მოსწავლეთა შორის განსაკუთრებით აქტიურობდა XI კლასის მოსწავლე ნიკოლოზ კუჭუაშვილი, როგორც საკითხის განხილვისას მოდერატორი. იგი მოსწავლეებს ტრაგედიის შესახებ ესაუბრა.
„მალე დავიბრუნოთ ერთმანეთი“, სურვილი, რომელიც კრწანისი მარჯის მოსწავლეებსა და მის ყველა თანამშრომელს აერთიანებს.