VII კლასი - ინტეგრირებული გაკვეთილი

სკოლა "კრწანისი მარჯის" მე-7 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი მშობლიურ ლიტერატურას, ხელოვნებასა და მოქალაქეობაში. მოსწავლეებმა განიხილეს სულხან-საბა ორბელიანის ,,სიბრძნე სიცრუისას"ლიტერატურულ-ესთეტიკური ღირებულებანი, დიდაქტიკური მოტივები, იმსჯელეს სულხან-საბას დიპლომატიურ მისიასა და მის პროგრესულ ხედვებზე საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის კუთხით.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პლასტელინსა და თიხაში ნაძერწი სულხან-საბა, ლუდოვიკო მე-14 და სხვა იგავთა პერსონაჟები. მათ წარმატებით გაართვეს თავი დაკისრებულ ამოცანებს (პედაგ. ნათია ქავთარაძე, გურანდა სირბილაძე).