სპექტაკლი ,,უკვდავების ყვავილი''

სკოლა "კრწანისი მარჯის" მე-4 კლასში დამრიგებელ გ. სირბილაძის მიერ დაიდგა მინი სპექტაკლი ,,უკვდავების ყვავილი''.
სპექტაკლში მოქმედება ერთიან საქართველოში ვითარდება, სადაც ადამიანები ბედნიერად ცხოვრობენ. მოსწავლეებმა შესანიშნავად შეასრულეს როლები, ჟღერდა ქართული სიმღერები და ლექსები. სპექტაკლი დედებს მიუძღვნეს. ბოლოს კი პატარებმა დედიკოებს საგაზაფხულო დღესასწაულები ყვავილებით მიულოცეს.