GDS სატელევიზიო არხის გადაცემა "ეკოვიზია"

   GDS სატელევიზიო არხის გადაცემა "ეკოვიზიის" ვიქტორინაში ჩვენი სკოლის გუნდმა "მარჯიმ" (რომლის შემადგენლობაში იყვნენ: გიორგი ანდრონიკაშვილი -კაპიტანი, ნიკა ბუჯიაშვილი, აკაკი გიორგაძე, ანანო მეტრეველი და ნუცა ცაგარეიშვილი) გაიმარჯვა, მათ მოიპოვეს 10 დღიანი დასვენების საგზური  საზაფხულო  ბანაკში.