ლიტერატურული სალონი

   სკოლაში საფუძველი ჩაეყარა ლიტერატურულ სალონს. 13 დეკემბერს გაიმართა პირველი შეხვედრა თემაზე -  გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრება და შემოქმედება. ლიტერატურულ სალონს ხელმძღვანელობს ბატონი თამაზ ტყემალაძე.  ლიტ. სალონის მიზანია მოზარდთა დაახლოება წიგნთან. ბატონმა თამაზმა ისაუბრა გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. ასევე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები გალაკტიონის შემოქმედებიდან.