ბოლო ზარი

2018 წელს სკოლა "კრწანისი მარჯი" 15 მოსწავლემ დაამთავრა, მათ წარმატებით დაძლიეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები, მათგან ორი მოსწავლე სკოლის სტიპენდიანტი ნიკა ხომერიკი (ოქრო) და თინა დვალი (ვერცხლი) მედლის კანდიდატია, სკოლის დამფუძნებელმა ბავშვებს ფულადი ჯილდოები გადასცა.  

მათთვის ბოლო ზარი 25 მაისს დაირეკა, ეს დღე მთელმა სკოლამ იზეიმა...

გილოცავთ სკოლის დამთავრებას!

გისურვებთ ჯანმრთელობას, ყოფილიყავით ჩვენი ქვეყნის წარმატებული და სასახელო პიროვნებები.

დიდი სიყვარულით სკოლის დამფუძნებლები, სკოლის დირექცია.