+995 595 30 30 59

შინაგანაწესი

                    სკოლა "კრწანისი მარჯი"-

                         შ


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

    სკოლა  ,,კრწანისი მარჯი" არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ავტორიზებული იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს სრული ზოგადი განათლების გაღრმავებულად მიღებას ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით.

სკოლის  მიზანია:

ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნებისათვის საჭირო პირობების შექმნა. მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, მოსწავლის უზრუნველყოფა ცოდნის იმ დონით,  რომელიც საშუალებას მისცემს ჩაირიცხოს მისთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში. ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურის ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების  გაცნობიერებაში ხელშეწყობა.

სკოლის შინაგანაწესი მიზნად ისახავს შრომის დისციპლინის განმტკიცებას, შრომის სწორ ორგანიზაციას, სამუშაო დროის სრულ და რაციონალურ გამოყენებას, რათა მიღწეულ იქნეს საუკეთესო მაჩვენებელი სკოლის სასწავლო–აღმზრდელობით მუშაობაში.

სკოლის კოლექტივის ყველა პედაგოგი, თანამშრომელი, მოსწავლე და მშობელი მოვალეა დაიცვას სკოლის შინაგანაწესი. სკოლა სარგებლობს საკუთარი კანონმდებლობითა და ავტონომიით. 

მუხლი 2. სკოლის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა

დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში:


მუხლი 3. სკოლის სტრუქტურა, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზაცია, მოსწავლეთა მიღებისა და შეფასების, კლასიდან კლასში გადაყვანისა და საგანმანათლებლო სერთიფიკატის გაცემის წესი.

 

  1. ყველა საფეხურზე სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამას ახორციელებს მასწავლებელი და კლასის დამრიგებელი ინდივიდუალური კალენდარული გეგმის მიხედვით,რომელიც დამტკიცებულია სკოლის დირექტორის მიერ.
  2. პირველ კლასში ჩარიცხვისას იხსნება მოსწავლეთა პირადი საქმე. პარალელურ კლასებში მოსწავლეთა განაწილება ხდება შემთხვევითი შერჩევით. მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას ჩარიცხვაზე, თუ შემოსულ განცხადებათა რაოდენობა აჭარბებს დაგეგმილს. I- IV კლასში მოსწავლეთა შეფასება ნიშნებით არ ხდება . დასაშვებია კლასის დამრიგებლის მიერ მოსწავლეთა წახალისების ორიგინალური მეთოდების გამოყენება.
  3. V კლასიდან მოსწავლეები ფასდებიან ათქულიანი სისტემით. ერთ საგანში წლიური არადამაკმაყოფილებელი შეფასებისას მოსწავლეს ენიშნება საშემოდგომო გამოცდა. გამოცდის შედეგის მიხედვით გადადის შემდეგ კლასში. ორ საგანში არადამაკმაყოფილებელი შეფასებისას მას ენიშნება საშემოდგომო გამოცდა და ერთ საგანში მაინც დადებითი ნიშნის მიღების შემთხვევაში გადადის შემდეგ კლასში პირობით. ორივე საგანში არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში მოსწავლე რჩება კლასში. ორზე მეტ საგანში წლიური არადამაკმაყოპილებელი შედეგის შემთხვევაში პედსაბჭო განიხილავს მისი სკოლიდან გარიცხვის საკითხს. კლასში ორჯერ ზედიზედ დარჩენის შემთხვევაში პედაბჭო ასევე განიხილავს მისი სკოლიდან გარიცხვის საკითხს.
  4. საშუალო სკოლაში მიიღებიან საბაზო განათლების მქონე მოსწავლეები. ქულათა იმ ზღვარს, რომელიც მოსწავლეს აძლევს უფლებას ჩაირიცხოს X კლასში ადგენს დირექტორი, პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით სასწავლო წლის დასაწყისში.
  5. დასაშვებია მოსწავლის მიღება სხვა სკოლიდან. გადმოყვანა ხდება მშობლის განცხადების საფუძველზე. მოსწავლე ვალდებულია წარმოადგინოს აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადი საქმე.
  6. მოსწავლეს შეიძლება ჩარიცხვაზე ეთქვას უარი, თუ მასთან გასაუბრების შემდეგ გაირკვა, რომ მისი ცოდნის დონე არ შეესაბამება სკოლის მოთხოვნებს, ან თუ კლასი სრულად არის დაკომპლექტებული.
  7. დასაშვებია მოსწავლის პარალელურ კლასში გადასვლა. ამ საკითხს წყვეტს დირექტორი.


მუხლი 4. სასწავლო პროცესში უფლება-მოვალეობანი და წესდების მოთხოვნათა დარღვევის პასუხისმგებლობის ფორმები.

 

1 . მოსწავლეებს უფლება აქვთ:

 

2 . მოსწავლენი მოვალენი არიან:


3 . მასწავლებელს უფლება აქვს:

ა. მოითხოვოს სასწავლო პროცესში მოსწავლეებისაგან მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულება;

ბ. ისარგებლოს სასწავლებლის უძრავ-მოძრავი ქონებით საკუთარი პროფესიული მოვალეობის აღსასრულებლად და შინაგანაწესით განსაზღვრული ფორმით;

გ. მიიღონ ინფორმაცია ადმინისტრაციისაგან და განათლების სისტემის მართვის ორგანოებისაგან სასწავლებლის ფუნქციონირების ნებისმიერ საკითხზე;

დ. მოითხოვონ დროული ინფორმირება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში მიმდინარე პროცესებზე.

ე. სკოლაში დაიბაროს ბავშვის მშობლები;

ვ. მონაწილეობა მიიღოს სასწავლებლის მართვაში წესდებით განსაზღვრული ფორმით;

ზ. გამოიყენოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები კოლეგების უფლებათა დასაცავად;


4 . მასწვლებელი  ვალდებულია

ა. შეასრულოს სკოლის წესდებით, შინაგანაწესით და შრომითი ხელშეკრულებებით განსაზღვრული მოთხოვნები;

ბ . დაიცვას პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმები;

გ . იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებაზე ;

დ. კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული პროფესიული მოვალეობა, იზრუნოს მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის ხარისხიანობასა და ეფექტურობაზე;

ე. შეასრულოს განათლების სისტემის მართვის ორგანოთა და სკოლის მმართველობითი ორგანოების ბრძანებები, განკარგულებები,სხვა მოთხოვნები, რომლებიც შეთავსებადია მოქმედ კანონმდებლობასთან, სკოლის წესდებასთან,შინაგანაწესთან და შრომით ხელშეკრულებასთან;

ვ . გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას, დაიცვას უსაფრთხოების წესები;

ზ . დაიცვას შრომითი დისციპლინა.

 

5. კლასის დამრიგებელს უფლება აქვს:

ა. მოითხოვოს სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში მონაწილეთაგან მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულება ;

ბ . ისარგებლოს მასწავლებლებისს ყველა უფლებით ;


6 . კლასის დამრიგებელი ვალდებულია :

ა . შეასრულოს მოსწავლეების ყველა ვალდებულება;

ბ . შეისწავლოს მოსწავლეთა სოციალურ-დემოგრაფიული მონაცემები;

გ. დროულად აცნობოს მშობელს მისი შვილის სწავლა-აღზრდასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შესახებ;

დ. ყოველი სემესტრის ბოლოს აცნობოს მშობელს მისი შვილის აკადემიური მოსწრების შესახებ;

ე. გამოიკვლიოს მოსწავლის მიერ გაკვეთილის გაცდენის ან გაკვეთილზე დაგვიანების მოზეზი და აცნობოს მშობელს;

ვ. საჭიროების შემთხვევაში მშობელს გაუგზავნოს წერილობითი მოწვევა ან დაუკავშირდეს ტელეფონით;

ზ. მოსწავლის მიერ გაკვეთილის არასაპატიო ან დაუდგენელი მიზეზით გაცდენის შემთხვევაში აცნობოს ადმინისტრაციას;

თ. შეიტანოს მოსწავლის პირად საქმეში ყველა საჭირო ჩანაწერი.


7. მშობელს უფლება აქვს:

ა. მოითხოვოს სასწავლო პროცესში მონაწილეთაგან მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულება ;

ბ. მიიღოს ინფორმაცია მასწავლებლებისაგან და სკოლის ადმინისტრაციისაგან სკოლის საქმიანობის ნებისმიერ საკითხზე; ისარგებლოს ელექტრონული ჟურნალით.

გ. მოითხოვოს ნებისმიერი საკითხის განხილვა მშობელთა კრებაზე , პედსაბჭოს სხდომაზე , თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა მას შეუძლია დაესწროს საკითხის განხილვას;

დ. სასწავლებლის მიერ ღია კარის დღედ გამოცხადებულ ყოველ პარასკევს მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და მისთვის საინტერესო სხვა საკითხებზე;

ე. ტელეფონით დაუკავშირდეს დამრიგებელს, ან მასწავლებელს. მიაწოდოს ან მიიღოს საჭირო ინფორმაცია.


8 . მშობელი ვალდებულია:

ა . უზრუნველყოს შვილისთვის სწავლისა და აღზრდის ნორმალური პირობების შექმნა;

ბ . შეასრულოს სკოლის შინაგანაწესი;

გ . პირველივე მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს სკოლაში;

დ . აანაზღაუროს სკოლისადმი მისი შვილის მიერ მიყენებული მატერიალური ზარალი;

ე. სკოლის ადმინისტრაციასთან და მასწავლებლებთან ურთიერთობისას დაიცვას ეთიკის ნორმები;


9 . მოსწავლის დისციპლინარული სასჯელი:

ა . გაფრთხილება ;

ბ . საყვედური;

გ . სასტიკი საყვედური ;

დ . გარიცხვა.

დისციპლინარული სასჯელის გამოცხადების შესახებ კეთდება სათანადო ჩანაწერი მოსწავლის პირად საქმეში. ექვსი თვის შემდეგ მოსწავლეს პირადი ან მშობლის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული სასჯელის დადების ან პედსაბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება მოეხსნას სასჯელი პირად საქმეში სათანადო ჩანაწერის გაკეთებით.


10. მასწავლებლის მიმართ შეიძლება გამოყენებული იქნას შემდეგი ადმინისტრაციული სასჯელები:

ა . გაფრთხილება;

ბ . საყვედური ;

გ . სასტიკი საყვედური ;

დ . სამსახურიდან გათავისუფლება.


11 . პედაგოგისა და თამანშრომლის წახალისება:

1. შრომითი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულების, სასწავლო-აღმზრდელობით საზოგადოებრივი მუშაობის გაუმჯობესებისათვის და სხვადასხვა წარმატებისათვის სკოლაში გამოიყენება შემდეგი სახის წახალისება:

ა) მადლობის გამოცხადება;

წახალისება გამოცხადდება ბრძანებით, რაც ეცნობება კოლექტივს.


მუხლი 5 . მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მექანიზმები:

ადმინისტრაციული რესურსის პროფესიული განვითარების მიზნით კათედრის წევრები ერთობლივად გეგმავენ გაკვეთილს. ხდება ურთიერთდასწრება, გაკვეთილის ანალიზი და ახალი სასწავლო მიზნების დასახვა.


მუხლი 6 . სკოლის ბიბლიოთეკა.

1. სკოლის ბიბლიოთეკა ემსახურება სწავლა-სწავლების პროცესს, მოსწავლეთა აკადემიური ცოდნის ამაღლებას მათი თვალსაწიერის გაზრდას;

2 . მოსწავლეთა მეთოდური და დამხმარე ლიტერატურით უზრუნველყოფას;

3 . დირექცია ზრუნავს წიგნის ფონდის მუდმივ შევსებაზე;

4. ბიბლიოთეკა მუშაობს ყველა სასწავლო დღეს დილის 10:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე და ემსახურება მოსწავლეებსა და მასწავლებლებს;

5. ბიბლიოთეკა აქტიურად არის ჩაბმული კლასგარეშე და სკოლის გარეშე ღონისძიებების, კონფერენციების, ვიქტორინების და სხვა სახის აქტივობების ორგანიზებაში.


მუხლი 7 . მოსწავლეთა და თანამშრომელთა უსაფრთხოება და ჯამრთელობის დაცვა:

1. სკოლის დირექცია ვალდებულია დაიცვას მოსწავლეთა და თანამშრომელთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა რისთვისაც ვალდებულია:

შეიმუშავოს მექანიზმები,რომლებიც მიმართული იქნება შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების შესაქმნელად;

პერიოდულად მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესების შესახებ;

სასწავლებელში უნდა იყოს ხანძარსაწინააღმდეგო კუთხე, ცეცხლმაქრები, ევაკუაციის გეგმა;

პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისათვის სასწავლებელში უნდა ფუნქციონირებდეს სამედიცინო კუთხე აღჭურვილი საჭირო მედიკამენტებით და სხვა საჭირო საშუალებებით.


მუხლი 8. საზოგადოებრივი კონტროლის ფორმები და ფარგლები.

  1. სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის, სკოლის დირექციის და პედაგოგიური მუშაობის გამჭვირვალეობის მიზნით, შესაძლებელია, მშობლებისა და დირექციის თანხმობის შემთხვევაში მშობლების ჩართვა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ნებისმიერ ეტაპზე;
  2. სკოლის დირექტორს უფლება აქვს, მშობლების ან მშობლის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში დართოს ნება მათ საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობისა (დაასწროს მშობელი გაკვეთილებს);
  3. საჭიროებიდან გამომდინარე, სკოლა უფლებამოსილია საგანმანათლებლო ხარისხის დადგენის მიზნით,მოიწვიოს განათლების კვალიფიციური მუშაკები (საგანმანათლებლო აუდიტი).


მუხლი 9 . შინაგანაწესში ცვლილებების შეტანის წესი:


1. საკითხი შინაგანაწესში ცვლილებების შეტანის შესახებ, შეიძლება წამოაყენოს სკოლის პედაგოგიური საბჭოს 1/3-მა და სკოლის დირექტორმა, წერილობით დასაბუთებული მოსაზრებების წარმოდგენის შემდეგ;


2. შინაგანაწესში შესატანი ცვლილებები წარედგინება განსახილველად სკოლის პედაგოგიურ საბჭოს.

ჩვენი პარტნიორები