+995 595 30 30 59

სკოლის შესახებ

 სკოლა „კრწანისი მარჯი“ აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2019-20120 სასწავლო   წელს I_XII კლასებში. სკოლა მუშაობს გახანგრძლივებული დღის რეჟიმით, დილის 9:00 სთ-დან 17:00  სთ-მდე.

 სკოლის მიზანია მიაღწიოს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტის სრულყოფილ ათვისებას. ეროვნული სასწავლო გეგმის შემოქმედებით რეალიზაციას. იღვაწოს ისეთი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის, რომელშიც შერწყმული იქნება მაღალი ზნეობრიობა, განათლებისადმი ლტოლვა, თვითგანვითარებისა და თვითშეფასების უნარი. იზრუნოს მოსწავლეთა ფიზიკურ განვითარებასა და ჯანმრთელობის დაცვაზე. ხელი შეუწყოს მოსწავლეებს შორის ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.  შექმნას უსაფრთხო სასწავლო და სამუშაო პირობები. იზრუნოს პედაგოგთა მუდმივ პროფესიულ განვითარებაზე.

სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესისა და პრაქტიკული მეცადინეობების საფუძველზე მოსწავლეები შეძლებენ სწავლა გააგრძელონ საქართველოსა და უცხოეთის ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებლებში.

სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს უცხოური ენების გაძლიერებულ სწავლებას. ინგლისური ენა ისწავლება პირველი კლასიდან დამატებითი საათობრივი დატვირთვით, რუსული ენა მეორე კლასიდან, იტალიური ენა მესამე კლასიდან.

სკოლაში ფუნქციონირებს ჭადრაკის, კარატის, სიმღერის, ინგლისურის, ხატვის წრეები.

სკოლაში თანამშრომლობენ თავისი საქმის პროფესიონალი პედაგოგები და აღმზრდელები. 24 პედაგოგიდან  3 დოქტორია, 7 უფროსი  და 17 პრაქტიკოსი მასწავლებელი.

რატომ ჩვენი სკოლა?

იმიტომ, რომ გვაქვს საუკეთესო სასწავლო სააღმზრდელო გარემო, სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადებში, შემეცნებით ღონისძიებებში. სკოლაში ფუნქციონირებს „ლიტერატურული სალონი“, მოსწავლეები ხშირად სტუმრობენ მუზეუმებს, წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტებში. სისტემატურად ტარდება ღია და ინტეგრირებული გაკვეთილები.

მიმდინარე წლის თებერვლიდან საბაზო და საშუალო საფეხურის ექვს წარჩინებულ მოსწავლეს (I სემესტრის მონაცემებით) დაენიშნა სტიპენდია 50 ლარის ოდენობით.

იგეგმება მემორანდუმის გაფორმება საავიაციო და გრ.რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტებთან.

სკოლას ემსახურება ექიმი და ფსიქოლოგი.

მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით.

სპეციალური შემოთავაზებები:

სკოლის შინაგანაწესით მშობელს, რომელსაც ორი ან ორზე მეტი მოსწავლე ჰყავს სკოლაში მიეცემათ 10 % შეღავათი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

ფინანსური მენეჯერი -  ნატო კეშელავა  ტელ:577240442

 

საბუთების მიღება დაიწყო

დირექტორი: მადონა ხარატიშვილი

ტელ: 2724342;  595303095;

მის: კრწანისის ქ.#38

ელ.ფოსტა: krtsanisimarji@gmail.com

ვებ.გვერდი: www.krtsanisimarji.ge

facebook: სკოლა კრწანისი მარჯი  

ჩვენი პარტნიორები